LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯერი ჰოლიუელი მეორე შვილს ელოდება (ფოტო)

448

ცნობილი ხდება, რომ Spice Girls-ის ვოკალისტი ჯერი ჰოლიუელი შვილს ელოდება. ვარსკვლავი მეუღლესთან, კრისტიან ჰორნერთან ერთად ამჯერად Attitude Awards -ის ცერემონიაზე გამოჩნდა, სადაც მომღერალს აშკარად ეტყობა მომრგვალებული მუცელი. რამდენიმე დღით ადრე კი ჯერი ჰოლიუელმა Instagram-ზე ორსული გოგონების ფოტო გამოაქვეყნა, რამაც მედიაში საფუძვლიანი ეჭვები გააღვივა.

როგორც ჩანს Spice Girls-ის ვოკალისტი ჯერი ჰოლიუელი არ აპირებს დამალოს საკუთარი ორსულობა. დაჯიდლოების ცერემონიაზე ის არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა საღამოს შავ კაბაში. მას კიდევ ერთი Spice Girls-ელი, ემა ბანტონიც შეუერთდა.

შეგახსენებთ, რომ ჯელი ჰოლიუელისთვის ეს უკვე მეორე შვილი იქნება. მას ჰყავს უფროსი გოგონა, რომელიც მომღერალს 2006 წელს საშა გევასისგან შეეძინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები