LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯესიკა ჩესტეინი კინოპრემიერაზე საკუთარ გმირს შეხვდა (ფოტო)

238

მსახიობი ჯესიკა ჩესტეინი პრესტურის ფარგლებში მსოფლიოს გარშემო მოგზაურობას განაგრძობს. ცოტა ხნის წინ მსახიობმა ფილმი „მოლის თამაშები“ ესპანეთში წარადგინა. ამჯერად კი „ოქროს გლობუსისა“ და „ოსკარის“ ნომინანტი ნიუ-იორკში იმყოფება, სადაც საკუთარი ფილმი ფართო აუდიტორიას წარუდგინა. პრემიერაზე მსახიობი Oscar de la Renta -ს შავ-თეთრ საღამოს კაბაში გამოჩნდა. თეთრი კაბა მთლიაანდ შავი დეკორატიული კონსტრუქციით იყო დაფარული. პრემიერაზე მსახიობს მოლი ბლუმიც შეუერთდა, ვის როლსაც ჩესტეინი ფილმში ასრულებს.

აარონ სორკინის კრიმინალური დრამა მოლი ბლუმის რეალურ ამბავზეა დაფუძნებული. კინოსურათი ახალგაზრდა ამბიციური ქალბატონის შესახებ გვიყვება, რომელიც პოკერის მოთამაშეთა კლუბს ხსნის და მასში უამრავ წარმატებულ ადამიანს აერთიანებს. რადენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ „მოლის თამაშები“ გლობუსის ორ ნომინაციაშია წარდგენილი. ფილმი საუკეთესო სცენარისა და ქალის როლის შესრულებისთვის მთავარი პრიზის მოსაპოვებლად იბრძოლებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები