LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯგუფურად კომერციული მოსყიდვისთვის შპს „ახალქალაქის აგრარული ბაზრის“ დირექტორი დააკავეს

96

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა შპს „ახალქალაქის აგრარული ბაზრის“ უფროსი კონტროლიორის შემდეგ, ბაზრის დირექტორიც დააკავა. არარატ საჰარიანს პირადი გამორჩენის მიზნით, 1 000 ლარად ბაზრის ტერიტორიაზე ფართის გაქირავებას ედავებიან.

გამოძიების ცნობით, საჰარიანი უფროს კონტროლიორთან ერთად მოქმედებდა, ამიტომ მათ სსკ-ის 221-ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით აქვთ ბრალი წარდგენილი, რაც ჯგუფურად კომერციულ მოსყიდვას გულისხმობს.

საჰარიანი შპს „ახალქალაქის ბაზრის“ დირექტორად 2014 წელს დაინიშნა. უფროსი კონტროლიორი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა 16 მაისს დააკავეს, ის თავს დამნაშავედ არ ცნობს.

პოპულალურები