LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯი–არ–სი კიდევ ერთ საწარმოს ქუთაისში შექმნის

51

შპს „ჯი–არ–სი“ სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ამჯერად ქუთაისში არაძვირფასი ლითონებისა და მათი ნაწარმის მწარმოებელ საწარმოს შექმნის. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, შპს „ჯი არ სი“-სპირდაპირი მიყიდვით 1 ლარად ქალაქ ქუთაისში, სულხან-საბას გამზირზე მდებარე 5 852 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები  გადასცა.

აღნიშნულ უძრავ ქონებაზე კომპანია 1 360 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს და სხვადასხვა ეტაპზე 40 ადამიანს დაასაქმებს. საწარმოს მიერ წარმოებული პროდუქცია გათვლილია ადგილობრივი ბაზრისთვის. მოთუთიებული და მოთუთიებულ-შეღებილი 1 ტონა ნედლეულის  სარეალიზაციო ფასი 2150 ლარიდან 4700–ალარამდე მერყეობს.

გაცნობებთ, რომ შპს „ჯი–არ–სი“ „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ერთ-ერთი პირველი ბენეფიციარია. კომპანიას  რუსთავში, მშვიდობის ქუჩის მიმდებარე  ტერიტორიაზე უძრავი ქონება გადაეცა, სადაც სამშენებლო მასალების მწარმოებელი საწარმოს მშენებლობა და   ფუნქციონირება უზრუნველყო. აღნიშნული საწარმო წარმატებით ახორციელებს სენდვიჩ-პანელებისა და დამათბუნებული პანელების წარმოებას. საწარმოს ბრუნვამ 2015 წელს 50 მლნ ლარი შეადგინა და ამ ეტაპზე დასაქმებულია 150 თანამშრომელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები