LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჯი-დი-ეს“-ზე შუადღის გადაცემა დაიხურა

844

სოცქსელებიდან ცნობილი გახდა, რომ გადაცემა, რომელიც „ჯი-დი-ეს“ის შუადღის ეთერში გადიოდა, სახელად „გვიანი შუადღე“, დაიხურა. დღეს მისი ბოლო გადაცემა გავიდა ეთერში. „ჯი-დი-ეს“-ის ერთ-ერთი თანამშრომელი, ვიზაჟისტი მარიამ ხუციშვილი აქვეყნებს გადაცემის წამყვანების, ელენე კალანდაძის, სალომე არშბასა და მაკო მჭედლიშვილის ფოტოს და პოსტს, რომელსაც შემოკლებით გთავაზობთ:

„ამ წლების განმავლობაში უამრავ ადამიანთან მქონია შეხება. თითოეული მათგანი თავისი ხასიათითა და თვისებებით რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისაგან. ხშირად დავფიქრებულვარ ოჯახზე და იმ ადგილზე, რომელიც ადამიანისთვის მეორე ოჯახი ხდება. ადგილზე სადაც დღის… კვირის… თვის თუ წლის ნახევარზე მეტს ატარებ. ადგილზე, სადაც იმაზე მეტი იციან, ვიდრე შენ საკუთარ თავზე. ამ ადგილებში პოულობ იმ ადამიანებს, რომლებიც შენი მეორე ოჯახის წევრები ხდებიან და ისე ხარ მათთან, თითქოს მათ გვერდზე გაზრდილიყავი.

ახლა სწორედ იმ ადამიანებზე მაქვს ლაპარაკი, რომლებთან ერთან ყოფნა და მუშაობა მაბედნიერებს!!! სამი გოგონა, რომელმაც ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა და გააფერადა. მათზე ლაპარაკისას სიტყვების პოვნა ალბათ არც ისე მარტივია. ვერც ერთი სიტყვა ვერ დაიტევს იმ ემოციას, რასაც ახლა განვიცდი მათ მიმართ..

გოგონებო, მე თქვენ ძალიან მიყვარხართ და მადლობა იმ დროისთვის, რაც ერთად გავატარეთ…“

ზოგადად, არხის დახურვაზე ბოლო წელიწადნახევარია, ინტენსიურად ვრცელდება ხმები, თუმცა ჭორები ამ დრომდე არ გამართლებულა. ახლა კი ამბობენ, რომ ეტაპობრივად ყველა გადაცემა დაიხურება და მხოლოდ უცხოური პროდუქცია შეავსებს ეთერს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები