LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჯიბის კაცის“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება – ლონდონის ანიმაციის ფესტივალის მთავარი პრიზი

158

ანიმაციური ფილმი ” ჯიბის კაცი” ლონდონის საერთაშორისო ანიმაციის ფესტივალის მთავარი პრიზის მფლობელია. როგორც ფილმის ავტორი ანა ჩუბინიძე ამბობს, ეს ”ჯიბის კაცის” მეთოთხმეტე ჯილდოა.

“ჯიბის კაცმა“ არაერთი ფესტივალის ჟიურის მოწონება დაიმსახურა და წლის განმავლობაში არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი, მათ შორის “ანსის”ანიმაციური ფილმების ფესტივალის,  ასევე, ბრაზილიის ანიმაციის საერთაშორისო ფესტივალის 2017 წლის გამარჯვებული გახდა.

 

https://www.facebook.com/Achubinidze/posts/1742399542451570?pnref=story

 

ფილმი პატარა კაცის, ედგარის ისტორიას გვიყვება, რომელიც ძველ ჩემოდანში ცხოვრობს, რომელსაც უსინათლო ადამიანი გახსნის და შიგნით ედგარს აღმოაჩენს, რის შემდეგაც ისინი განუყრელი მეგობრები ხდებიან, პატარა კაცი კი მეგობრის ჯიბეში გადასახლდება. ეს არის ამბავი მეგობრობაზე და ერთმანეთის დახმარებაზე.
“ჯიბის კაცის” გაცოცხლებაზე ქართულმა და ფრანგულმა ანიმაციურმა სტუდიამ ერთობლივად იმუშავეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები