LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯიჯი ბუფონი და მისი მსოფლიო ჩემპიონატები (ფოტო)

58

39 წლის ჯანლუიჯი ბუფონი ძალიან ახლოს იყო თავის კარიერაში მეექვსე, სარეკორდო მსოფლიოს ჩემპიონატზე გამგზავრებასთან, მაგრამ ჯგუფში იტალიასთან ერთად ესპანეთი მოხვდა, შესარჩევი ეტაპის პლეი-ოფში კი იტალიამ შვედეთის ბარიერი ვერ დაძლია. ლეგენდარულმა დინო ძოფმა 40 წლის ასაკში უდიდესი როლი შეასრულა იტალიის ნაკრების ტრიუმფში 1982 წლის მსოფლიო პირველობაზე. ბუფონს ამ მიღწევის განმეორება შეეძლო, თუმცა მისი სანაკრებო კარიერა უკვე დასრულებულია.

პირველ მსოფლიოს პირველობაზე ბუფონი 20 წლის ასაკში, მეორე მეკარის რანგში გაემგზავრა. მაშინ იტალიის ნაკრების პირველი ნომერი ჯანლუკა პალიუკა იყო.
1998 წლის მუნდიალზე ბუფონს ერთ თამაშშიც კი არ მიუღია მონაწილეობა, თუმცა მომდევნო, 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიოანტზე იგი უკვე სკუადრა აძურას ძირითადი კარის დარაჯი იყო. სწორედ ამ ტურნირზე იტალია სენსაციურად და ამ გადმოსახედიდან არაობიექტური მსაჯობის გამო მასპინძელ სამხრეთ კორეასთან 1/8 ფინალში დამარცხდა.
2006 წელს ჯიჯი მსოლფიო ჩემპიონი გახდა.2010 და 2014 წლების მუნდიალები იტალიამ არცთუ დამაჯერებლად ჩაატარა, 2018 წლის მსოფლიო პირველობა კი საერთოდ ლურჯების გარეშე ჩაივლის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები