LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჯილ სანდერსის“ კაბის 2 კლასიკური ვერსია მელანია ტრამპისგან (ფოტო)

331

მელანია ტრამპი ნეშვილში ბავშთა საავადმყოფოს სტუმრობდა, სადაც ის ნეონატალურ პერიოდში განვითარებული პრობლემების მქონე ბავშვებს შეხვდა. ამ ღონისძიებისთვის მელანიამ არჩევანი „ჯილ სანდერსის“ ნაცრისფერ კაბაზე გააკეთა, რომელიც თეთრ მასიურ ქამართან და „კრისტიან ლაბუტინის“ ფეხსაცმელთან ჰქონდა შეხამებული. კაბის ღირებულება 2269 დოლარია და ის თეთრი პრინტითაა გაფორმებული.

საინტერესოა, რომ გასულ წელს მელანია ამავე კაბით ჰამბურგში, G20-ის სამიტზეც ვიხილეთ. მაშინ მელანიამ კაბას წითელი ქამარი და ამავე ფერის მოსაცმელი შეუხამა. ანსამბლს კი ნაცრიფერი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ასრულებდა.

მოდის კრიტიკოსები ამბობენ, რომ მელანიამ უსახელო კაბებს ახალი სიცოცხლე შესძინა, თავის დროზე სწორედ ასეთი კაბები მოდაში ყოფილმა პირველმა ლედიმ, ჟაკლინ კენედიმ შემოიტანა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები