LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯიმ ქერი მეგობარ გოგონას გარდაცვალებამდე არაკანონიერი წამლებით ამარაგებდა

87

ჰოლივუდის მსახიობი, ჯიმ ქერი ყოფილი მეგობარი გოგოს, კატრიონა უაიტის თვითმკვლელობასთან დაკავშირებით სასამართლოში უნდა გამოცხადდეს. ლოს-ანჯელესის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქმეზე მუშაობა ორი სარჩელის გამო არ შეწყდა, რომლებიც ქერის წინააღმდეგ გარდაცვლილის დედამ და მეუღლემ შეიტანეს.

ქერი და უაიტი 2012 წელს, რამდენიმეთვიანი რომანის შემდეგ დაშორდნენ ერთმანეთს, 2015 წელს კი მათ ურთიერთობა აღადგინეს.

მათი საერთო მეგობრების განცხადებით, წყვილი ერთმანეთს თვითმკვლელობამდე ერთი კვირით ადრე დაშორდა. უაიტმა თავი 2015 წლის სექტემბერში მოიკლა. კარტიონას დედისა და მეუღლის მტკიცებით, ქერიმ ის საეჭვო წამლებით ამარაგებდა, რომლის წყალობითაც გოგონამ თავი მოიკლა.

აღსანიშნავია, რომ გარდაცვალების მომენტში უაიტი დაქორწინებული იყო, თუმცა ის ქმართან დაშორებას აპირებდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები