LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯიმი ქიმელს „ოსკარის“ ჰონორარი არ აკმაყოფილებს

93

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ოსკარების“ წლევანდელ ცერემონიას კომიკოსი ჯიმი ქიმელი წაიყვანს, რამდენიმე კვირის წინ გახდა ცნობილი. ცოტა ხნის წინ კი, ქიმელმა ღონისძიების საკმაოდ დაბალ ჰონორარზე ისაუბრა.

მისი თქმით, საღამოს წაყვანაში მას 15 ათას დოლარს გადაუხდიან, რაც კინოპრემიის ერთგვარი ანტორეკორდია. შედარებისთვის კი მან წინა წლის მონაცემები მოიყვანა და გაირკვა, რომ 2016 წელს კრის როკს ამავე ღონისძიების წაყვანისთვის 232 ათასი დოლარი გადაუხადეს.

ამ დროისთვის, ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს წარმომადგენლებს აღნიშნულ ფაქტზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

„ოსკარების“ დაჯილდოების ცერემონია 2017 წლის 26 თებერვალს, ლოს-ანჯელესში გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები