LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჯიმობაილის” ქსელში კიდევ 10 ათასი სააბონენტო ნომერს შეეძლება ჩართვა

1165

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დააკმაყოფილა შპს „ჯიმობაილის“ განცხადება და მობილური საკომუნიკაციო მომსახურების უზრუნველსაყოფად 10 000 სააბონენტო ნომრით სარგებლობის ნებრთვა მისცა.

ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებრთვა, შემდეგ სატელეფონო ინდექსზე: 550 03 00 00-550 03 99 99 – უვადოა, ექვემდებარება ყოველწლიურ განახლებას, გეოგრაფიული არეალი კი საქართველოს მთელი ტერიტორიაა.

შპს „ჯიმობაილი“ ვირტუალური მობილური ოპერატორია, კომპანია როუმინგულ სატელეფონო მომსახურებას ეწევა და მას  უკვე ყავს 23 000-ზე მეტი რეგისტრირებული აბონენტი.

პოპულალურები