LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

JIMSHER-ის აღიარება – ქართული ვისკი მსოფლიოში საუკეთესოთა სამეულშია

358

პირველი ქართული ვისკის JIMSHER აღიარება აშშ-ში – პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსზე WHISKY COMPETITION, ნომინაციაში მსოფლიოს საუკეთესო ვისკი (BEST WORLD WHISKY) საფერავის კასრში დავარგებული „ჯიმშერი“ მეორე ადგილის მფლობელი გახდა. მსოფლიოს საუკეთესო სპეციალისტებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ,  ქართული ვისკი საუკეთესოთა სამეულში შეიყვანა. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, პირველი ქართული ვისკი JIMSHER რამდენიმე თვის წინ, დიდ ბრიტანეთში გამართულ საერთაშორისო კონკურსზეც- The Travel Retail Masters 2017 ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდა და ის მსოფლიოს საუკეთესო ალკოჰოლური სასმელების ათეულში მოხვდა.

„ამას გარდა, პირველი ქართული ვისკი JIMSHER ჯილდოს Leader of the Year მფლობელიც გახდა. ბიზნესდაჯილდოება შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციიისა და ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის (NBR-UNION) ერთობლივი პროექტის ფარგლებში გაიმართა. შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის საერთაშორისო ჯილდო Leader of the Year გადაეცემათ საქართველოს მასშტაბით, სტატისტიკურად რანჟირებულ NBR კავშირის ტოპ რეიტინგებში მოწინავე პოზიციებზე მყოფ კომპანიებს შორის, გამოვლენილ საუკეთესო კომპანიებს, შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის დაკვეთით და საქართველოს სოციოლოგიური კვლევების ჯგუფ G.P.G-ს მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით”, – ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები