LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯიპისი – 22 წელი და კვლავ ახალი

936

ჯიპისი-მ 22 წლიანი ბრენდის ისტორიაში ახალი ეტაპი დაიწყო. კომპანიამ ახალი კოცეფციისა და განახლებული ფორმატის აფთიაქი გახსნა.

სრულიად განსხვავებული ინტერიერის მქონდე ფილიალი ვაჟა-ფშაველას გამზირზე #41-ში გაიხსნა.

განახლებული ინტერიერის გარდა, აფთიაქში ყოველდღიური, ექსკლუზიური შეთავაზებები იქნება სხვადასხვა სახის პროდუქტზე. ახალ ფილიალში მედიკამენტებზე, ივნისის ბოლომდე ყოველდღიური ფასდაკლება იმოქმედებს.

ჯიპისი მომხმარებელს ჰპირდება, რომ ახალ ფილიალში მეტი ასორტიმენტი, მეტი ჯანსაღი პროდუქტი, მეტი შეთავაზება, მეტი ფასდაკლება, მეტი სიახლე და მეტი კომუნიკაცია იქნება.

„ეს იქნება მეტი ვიდრე აფთიაქი“ – ამბობენ კომპანიაში.

პასუხისმგებლობა, ზრუნვა და გულწრფელი ურთიერთობა მომხმარებლებთან  – კომპანიაში ამბობენ, რომ ჯიპისის ბრენდი სწორედ ამ პროირიტეტულ საკითხებზე დგას და კომპანიაც ამ მიმართულებით ვითარდება.

„22 წლის მანძილზე ჯიპისი მუდმივად ცდილობდა  სტანდარტული ჩარჩოებიდან გასვლას,  არ  ყოფილიყო „მხოლოდ აფთიაქი“ და მომხმარებლისთვის განსხვავებული სერვისი და  პროდუქცია შეეთავაზებინა. სწორედ ამ წლების მანძილზე ჩამოყალიბდა ჯიპისი  როგორც სიახლეების შემომტანი და ახალი სტანდარტების დამამკვიდრებელი ბრენდი ფარმაცევტულ ბაზარზე.

22 წლის მანძილზე ჯიპისი მუდმივად ამტკიცებდა, რომ იყო „მეტი ვიდრე აფთიაქი“ და დღეს, დაგროვილი გამოცდილების, გაზრდილი პასუხისმებლობის  ფარგლებში აღნიშნული მიზანი უფრო მეტად აქტუალური ხდება. 22 წელი სრულიად საკმარისი პერიოდია იმისთვის, რომ კომპანიამ აიღოს მეტი პასუხისმგებლობა და სამომავლოდ გაცილებით დიდი მიზნები დასახოს. თუმცა, მიუხედავად ამბიციური გეგმებისა, ჯიპისის მთავარი ხაზი იყო და რჩება აფთიაქი. ბრენდის მისია ხომ ჯანმრთელობაზე ზრუნვაა და ჩვენი ხედვაც  ამას ეფუძნება: „ჯანმრთელობა  –  პირობა სიცოცხლის, სილამაზის, სიმშვიდის, სიხარულის…  (ჯპს)“, – განაცხადა „ფორტუნასთან“ კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, თეა ჯავახიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები