LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯიქიას ქუჩაზე მამაკაცის ცხედარს თავის არეში დაზიანება აქვს მიყენებული – შსს

48

თბილისში, ჯიქიას ქუჩაზე ნაპოვნ ცხედარს, წინასწარი ინფორმაციით, თავის არეში დაზიანება აქვს მიყენებული. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„გამოძიების პირველადი ინფორმაციით, გარდაცვლილს თავის არეში დაზიანება აღენიშნება. დ.ჯ.-ს გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს,“ – წერია შსს-ს განცხადებაში.

ცნობისთვის, რამდენიმე საათის წინ, ჯიქიას ქუჩაზე 39 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები