LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯიუტი ადამიანები უფრო დიდ ხანს ცოცხლობენ

817

ჯიუტი ადამიანები უფრო დიდ ხანს ცოცხლობენ. “The independent”-მა უახლესი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც – პოზიტიურობა, სიჯიუტე და სამუშაო ეთიკა – ხანგრძლივი სიცოცხლის მთავარი საიდუმლოა. ამის დასადგენად სპეციალისტებმა 90-101 წლის ასაკის ცდისპირები შეისწავლეს და აღმოაჩინეს, რომ მათ უმრავლესობას საერთო მახასიათებლები ქონდათ. უმეტეს შემთხვევაში ისინი ძალიან ჯიუტები იყვნენ, რაც ჯანმრთელობაზე დადებით გავლენას ახდენდა. საქმე ისაა, რომ ჯიუტებს სხვისი აზრი თუ დამოკიდებულება ნაკლებად ადარდებთ და ისე ცხოვრობენ როგორც მოსწონთ. სპეციალისტებმა ასევე დაადგინეს, რომ 100 წელს გადაცილებულ მოხალისეთა უმრავლესობა დიდი ქალაქისგან მოშორებით, მშვიდ გარემოში ცხოვრობდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები