LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯიუტი ბავშვები მომავალში წარმატებული ადამიანები ხდებიან

230

ფსიქოლოგებმა ბავშვის ხასიათის ის თვისება დაასახელეს, რომელიც მას მომავალში წარმატებების მიღწევაში დაეხმარება. კვლევებმა დაადასტურა, რომ ეს სიჯიუტეა, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ ბავშვი იცავს საკუთარ პრინციპებსა და უფლებებს.

ამ კვლევებს საფუძვლად უდევს ხანგრძლივი დაკვირვებების პროცესი, რომელიც 1968 წლიდან იღებს სათავეს. ადრე კვლევაში მონაწილეთა საშუალო ასაკი 11 წელი იყო, აქედან 49.9 პროცენტი გოგონა გახლდათ. უკვე 2008 წლის ბოლოს კი, საშუალო ასაკი 51 წელი იყო, ქალი კი აქ 53 პროცენტი გახლდათ.

ექსპერტებმა შეაფასეს მშობლების სოციალურ-ეკონომიური სტატუსი, ბავშვების ინტელექტი, სკოლაში სწავლის დონე და ქცევის ხარისხი. მათ შორის პასუხისმგებლობა, ყურადღება, ოპტიმისტური და პესიმისტური განწყობა, წესების დაცვა და სხვა ფაქტორები.

მოცემული შედეგები მიუთითებს მჭიდრო კავშირზე პასუხისმგებლობასა და წინააღმდეგობის გაწევის უნარს შორის. ასე, რომ თუ თქვენი ბავშვი ჯიუტია და თქვენს მითითებებს ზედმიწვენით არ ასრულებს, ნუ აღელვდებით. დიდი ალბათობით ის წარმატებული იქნება მომავალში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები