LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Jocelyn Brown 7 მარტს თბილისში კონცერტს გამართავს

47

SOLO და Gaerte  7 მარტს, თბილისის საკონცერტო დარბაზში წარმოგიდგენთ მსოფლიოში აღიარებული არტისტის, R&B-ს, ფანკის, სოულისა და გოსპელის შემსრულებლის − Jocelyn Brown-ის კონცერტს.

16 თებერვლიდან ბილეთები მხოლოდ SOLO მომხმარებელთათვის გაიყიდება ჭავჭავაძის SOLO ლაუნჯში და ვებგვერდზე www.tkt.ge.

20 თებერვლიდან ბილეთების შეძენა ყველასთვის გახდება შესაძლებელი.

პროექტი ხორციელდება Mgroup-ის მხარდაჭერით.

Jocelyn Brown-მა სასცენო მოღვაწეობა 1970-იან წლებში დაიწყო, გამოცემული აქვს შვიდი ალბომი, მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმღერაა „Somebody Else’s Guy“, რომელიც რიტმ ენდ ბლუზის სიმღერებს შორის „ბილბორდის“ ჩარტში მეორე ადგილს იკავებდა. მომღერალი კარგად არის ცნობილი საცეკვაო მუსიკის სამყაროში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები