LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჯოჯოხეთი უნდა მოვუწყოთ” – გიგი უგულავა ამბობს, რომ ზურაბიშვილი არჩევნებს უნდა გამოეთიშოს

41

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს, რომ სალომე ზურაბიშვილმა, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და საპრეზიდენტო არჩევნებს გამოეთიშოს.

გიგი უგულავა სალომე ზურაბიშვილის მიერ 17 სექტემბერს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც 2008 წლის რუსეთ -საქართველოს ომს უკავშირდება.

„ჯანდაბას თქვენი თავი და ტანიო – ეს არ ეწერა სალომეს სუფლორზე, მაგრამ რაც იგულისხმა ეგაა. მნიშვნელობა არ აქვს რას დაუწერენ პიარშიკები. ზურაბიშვილის საპრეზიდენტო სლოგანია – საქართველომ დაიწყო ომი. რეალურად ასეც ფიქრობს. 2007 წელს საქართველოს დააბრალა ქართული სოფლის წითელუბნის დაბომბვა, იმეორებს რუსულ ნარატივს – მძინარე ცხინვალის დაბომბვაზე. ამ ქალის პრეზიდენტობა არის ნელი მოქმედების ნაღმი საქართველოს სახელმწიფოს ფუნდამენტში ჩადებული. დღეს ის წუწუნებდა – მედიას და ოპოზიციას აკრიტიკებდა. ჯერ სადაა ჯოჯოხეთი უნდა მოვუწყოთ, რომ მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და გამოეთიშოს საპრეზიდენტო არჩევნებს. ჯ ო ჯ ო ხ ე თ ი!“ – წერს გიგი უგულავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები