LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჯოჯოხეთური სიტუაციიდან მუსლიმმა ტაქსის მძღოლმა გამომიყვანა”, – ტერორიზმს რელიგია არ აქვს

45

“ეს ტერორისტები მუსლიმები არ არიან

ნამდვილი მუსლმიმებისთვის ახლა ძალიან მძიმე თვეა

საღამოს 7-ის მერე სახლში სხედან და ლოცულობენ”

ლონდონში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, “ლონდონ ბრიჯზე” მუსლიმები დაზარალებულების დასახმარებლად მივიდნენ.

წინასწარი ინფორმაციით, ტერაქტის უკან ისლამური დაჯგუფება იყო. ამის შესახებ მინიშნებები პრემიერმა ტერეზა მეიმაც გააკეთა. მანვე განაცხადა, რომ ექსტრემისტების მიმართ ბრიტანეთი ძალიან ლოიალურია და ეს უნდა შეიცვალოს.

ამის პარალელურად ადგილობრივები სოციალურ ქსელში, ისტორიებს წერენ, თუ როგორ ეხმარებიან და ეხმარებოდნენ მათ მუსლიმი ტაქსისტი და მაღაზიის მფლობელები. ლონოდონელები წერენ, რომ ისინი მათ უფასო მგზავრობას, საკვებს და ღამისგასათევს სთავაზობდნენ.

ჯესი წერს, რომ ის მუსლიმმა ტაქსის მძღოლმა წაიყვანა სახლში, რომელიც ტერაქტის გამო ტიროდა.

ერთ-ერთი იუზერი ლაურა წერს, რომ საშინელი არეულობიდან, გუშინდელი ტერაქტის დროს, სწორედ მუსლიმმა ტაქსის მძღოლმა დაიხსნა.

კიდევ ერთი მომხმარებელი  @gxyred, რომელიც შემთვევის ადგილზე იმყოფებოდა, წერს, რომ მუსლიმმა მაღაზიის გამყიდველმა მას საკვები და ღამის გასათევი ადგილი შესთავაზა.

მომხმარებელთა უმეტესობა წერს, რომ ზოგადად მუსლიმების დაკავშირება ტერორიზმთან არასამართლიანია.

“მუსლიმების დადანაშაულება ტერორიზმში ისეთივე შეცდომაა, როგორც მამაკაცების დადანაშაულება ტერორიზმში. ტერორისტების უმეტესობა კაცია, ამიტომ ყველა კაცს დაადეპორტებთ?”, – წერს ლუკ ქათფორსი. 

ტერაქტი ლონდონში გუშინ ღამით მოხდა. თავდასხმამ 7 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. 3 თავდამსხმელი პოლიციამ ადგილზე გააუვნებელყო, დღეს კი სამართალდამცველებმა ტერორიზმთან კავშირის ბრალდებით 12 პირი აიყვანეს.

 

პოპულალურები