LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯოკოვიჩზე სერიალს გადაიღებენ: როგორია სხვანაირი ნოვაკი

108

ნოვაკ ჯოკოვიჩი საკუთარ ცხოვრებაზე რეალითი-შოუს გადაღებაზე დათანხმდა.
მალე მსოფლიოს პირველ ჩოგანზე უფრო მეტს გავიგებთ.

სერიალს სამუშაო სახელწოდებით „ნოვაკი“ 2017 წელს აჩვენებენ ტელეარხზე Amazon Prime აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, ავსტრიასა და იაპონიაში.

„ჩემი თაყვანისმცემლები ჩემთან ერთად განიცდიდნენ და აღნიშნავდნენ ყველაფერს, რაც ჩემ თავს ხდებოდა კორტზე. ახლა კი მინდა მათ გავუყო ჩემი ყოველდღიური ცხოვრება, ის, რაც ჩემთვის ძვირფასია – ჩემი ღირებულებები, მოსაზრებები, თვისებები. ასევე მინდა მათ ვაჩვენო ის შესანიშნავი ადამიანები, ვინც მუდამ ჩემ გარშემო არიან“, – ნათქვამია ჯოკოვიჩის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები