LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯოლი და პიტი მეშვიდე, 10 წელზე მეტი ასაკის ბავშვის ასაყვანად ემზადებიან

53

ანჯელინა ჯოლის და ბრედ პიტს, ცოტა ხნის წინ, ურთიერთობაში საკმაოდ რთული ეტაპი ჰქონდა. წყვილი ახლაც ცდილობს, ქორწინება გადაარჩინონ, ამისთვის კი, როგორც მედია ირწმუნება, მისტიკური რიტუალიც კი ჩაატარეს. როგორც ჩანს, მცდელობამ შედეგი გამოიღო, რადგან ენჯიმ და ბრედმა მეშვიდე ბავშვის აყვანის გადაწყვეტილება მიიღეს.

„ურთიერთობაში კრიზისის დაძლევის აღსანიშნავად გადაწყვიტეს, საკუთარი თავი საუკეთესო საჩუქრით დააჯილდოვონ და მეშვიდე ბავშვი აიყვანონ. ახლა, როდესაც მათი უთანხმოება უკან დარჩა, ჯოლი და პიტი მზად არიან ოჯახში მატებისთვის. ისინი მიიჩნევენ, რომ კიდევ ერთი შვილი მათ ურთიერთობას უფრო გაამყარებს,“ – ამბობს წყვილთან დაახლოებული წყარო გამოცემა InTouch Weekly-სთან.

ბავშვს ვარსკლვავური ოჯახი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან, ბურუნდიდან, ანდა ეთიოპიიდან აიყვანენ, მისი ასაკი კი 10 წელზე მეტი იქნება. წყვილი ფიქრობს, რომ ასეთი ნაბიჯით სხვებსაც დააფიქრებენ, მოზრდილი ბავშვების შვილად აყვანის შესახებ, რადგან ამ ასაკის ბავშვებსაც სჭირდებათ ოჯახი, ჩვილების მსგავსად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები