LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯოლიმ და პიტმა ურთიერთობა აღადგინეს

30

ჰოლივუდის მსახიობები, ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი უკვე ერთმანეთს ესაუბრებიან. ყოფილმა მეუღლეებმა ურთიერთობა დაშორებიდან ნახევარი წლის მერე განაახლეს. ინსაიდერის თქმით, პიტი უფრო თავისუფალი და ბედნიერი გახდა, რადგან დაძაბულობა აღარ არსებობს, ამასთან, შვილების მონახულება მას იმაზე ხშირად უწევს, ვიდრე თავიდან.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ჯოლიმ და პიტმა ერთობლივ ბიზნესს – შატო მირვალში წარმოებულ ზეითუნის ზეთს ჩაუყარეს საფუძველი. გრანდიოზული სახლი და ვენახები საფრანგეთში წყვილმა 2014 წელს შეიძინა. მას შემდეგ ისინი ღვინის წარმოებით იყვნენ დაკავებულები, ამჯერად კი მათ ბიზნესს ზეითუნის ზეთიც შეემატა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები