LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯოლიმ მამების დღეს ბრედ პიტი შვილების გარეშე დატოვა

63

მამების დღე ბრედ პიტმა კვლავ მარტოობაში გაატარა. პაპარაცებმა, 18 ივნისს გამთენიისას, ანჯელინა ჯოლი ექვსივე შვილთან ერთად აეროპორტში დააფიქსირეს.

მსახიობი ეთიოპიის მიმართულებით მიიჩქაროდა. ფოტოებზე კი, რომლებიც ქსელში გავრცელდა ის საკმაოდ კმაყოფილი და ბედნიერი ჩანს.

მგზავრობისთვის ჯოლიმ Burberry-ის ქურთუკი და ყავისფერი ტყავის ფეხსაცმელი შეარჩია. როგორც ჩანს, ვარსკვლავმა უარი თქვა ტრადიციულ შავ ტონალობებზე.

რაც შეეხება ბრედს, ის ახალი სახლის რემონტით არის დაკავებული, რომელიც მან ცოტა ხნის წინ შეიძინა და რომელიც ანჯელინას სახლის მახლობლად მდებარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები