LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯოლიმ ტრამპის გადაწყვეტილება გააკრიტიკა

39

ადამიანის უფლებების ერთ-ერთი ყველაზე თავგამოდებული დამცველი, ანჯელინა ჯოლი, ბუნებრივია არ ჩამორჩა იმ ადამიანებს, რომლებმაც ტრამპის გადაწყვეტილება მუსლიმი დევნილების შესახებ გააპროტესტეს. The New York Times-ის ერთი სვეტი ჯოლიმ სწორედ ამ თემას მიუძღვნა.

„დევნილები – ეს არიან ქალები, კაცები და ბავშვები, რომლებიც ომის შუაგულში საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ აღმოჩნდნენ. ისინი შორს არიან ტერორისტებისგან და თავად არიან მათი მსხვერპლი. ყოველთვის ვამაყობდი ჩემი ქვეყნის ტოლერანტობით და რაც ახლა ხდება, ძალიან მწყინს. ამერიკელები სისხლს ღვრიდნენ, რათა გაჭირვებული ადამიანი შეეფარათ, ამ გადაწყვეტილებამ კი ყველა ჩვენგანში შოკი გამოიწვია. ჩემს ოჯახში იზრდებიან ბავშვები, რომლებიც სხვა ქვეყნებიდან ავიყვანე. მაგრამ მსოფლიოში კიდევ ბევრი ბავშვია, რომლებსაც ამერიკის დახმარება სჭირდებათ“, – წერია ჯოლის სტატიაში.

შეგახსენებთ, რომ ტრამპის ბრძანებით, ამერიკა უარს ამბობს დევნილების სირიიდან, ირანიდან, ერაყიდან, ლიბიიდან, იემენიდან, სომალიდან და სუდანიდან დევნილების მიღებაზე. მისი პოლიტიკის წინააღმდეგ თავისი პოზიცია ჯენიფერ ლოპესმა, კიმ კარდაშიანმა, ეშტონ კატჩერმა და სხვა ცნობილმა სახეებმა დააფიქსირეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები