LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯოლისთან დაშორების შემდეგ ბრედ პიტს ახალი გატაცება აქვს

49

როგორც ჩანს, მტკივნეულ განშორებას ესა თუ ის ადამიანი სხვადასხვანაირად უმკლავდება. ჟურნალი People წერს, რომ ანჯელინა ჯოლისთან განქორწინების შემდეგ, ბრედ პიტი დროის დიდ ნაწილს სკულპტორ ტომას ჰაუსიგოს სტუდიაში ატარებს და ქანდაკებების შექმნას ეუფლება. მსახიობთან დაახლოებული წყაროს ცნობით, ბრედი ძალიან გაიტაცა ახალმა საქმიანობამ და მას საკმაოდ დიდ დროსაც უთმობს.

ჰაუსიგო – თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სკულპტორია, რომლის თაყვანისმცემლებს შორის ბევრი ცნობილი სახეა.

რაც შეეხება პიტს, ის დიდი ხანია ხელოვნების სხვადასხვა დარგმა გაიტაცა. ცოტა ხნის წინ, მან დიზაინერ ფრენკ პოლაროსთან ერთად ავეჯის კოლექციაც შექმნა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები