LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯონ კენედის მკვლელობის საქმის მასალები საჯარო გახდება

82

ამერიკის 35-ე პრეზიდენტის,  ჯონ კენედის მკვლელობის საქმის მასალები ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდება. ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტი მზად არის კენედის მკვლელობის საქმეზე დოკუმენტაცია საჯარო გახდეს.

დამატებითი ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, მე, როგორც პრეზიდენტი მზად ვარ, ჯონ ფიტცჯერალდ კენედის მკვლელობის საქმეზე საიდუმლო მასალების გასაჯაროების ნებართვა გავცე“, – წერს დონალდ ტრამპი“ტვიტერის“ მიკრობლოგში.

კენედის მკვლელობის საიდუმლო მასალები, რომლებშიც  გამოძიების ფედერალური ბიუროს და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დოკუმენტაცია შედის, 1992 წელს ცალკე არქივში შინახეს  და 25 წლის მანძილზე გასაიდუმლოებული უნდა ყოფილიყო.

აშშ-ს 35-ე პრეზიდენტი ჯონ ფიცჯერალდ კენედი 1963 წლის 22 ნოემბერს ქალაქ დალასში , დილი-პლაზაზე მოკლეს. პოლიციამ მომხდარში ეჭვიტანილი ჰარვი ოსვალდი მომხდარიდან 90 წუთში დააკავა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები