LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯონ ლენონისა და იოკო ონოს შესახებ ფილმს გადაიღებენ

401

პროდიუსერი მაიკლ დე ლუკა, ჯონ ლენონის ქვრივთან, იოკო ონოსთან ერთად ფილმზე მუშაობს, რომელიც ცნობილი მუსიკოსისა და იაპონელი მხატვრის ურთიერთობას შეეხება. პროექტისთვის სცენარს ენტონი მაკკარტენი დაწერს, რომელსაც ფილმის „სტივენ ჰოკინგის სამყარო“ სცენარიც ეკუთვნის.

„ისტორია ამ ფილმში წყვილის სასიყვარულო ურთიერთობას და ზოგად ბევრ აქტუალურ თემებს შეეხება, პროექტის მიზანია ახალგაზრდობას უჩვენოს რისი უფლება აქვთ და რა რა უნდა გააკეთონ საკუთარი მიზნის მისაღწევად“, – განაცხადა დე ლუკამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები