LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯონ სნოუ ყავითა და სიგარეტით ხელში მერვე სეზონის გადაღებებზე (ფოტო)

178

დუბროვნიკში „სამეფო კარის თამაშების“ მერვე სეზონის გადაღებები მიმდინარეობს. პაპარაცების ობიექტივში მოხვდა ჯონ სნოუს როლის შემსრულებელი, კიტ ჰარინგტონი. სნოუს ფორმაში გამოწყობილი მსახიობი გადაღებებს შორის ჯგუფის წევრებთან ისვენებს, სიგარეტს ეწევა და ყავას სვამს. სულ ცოტა ხნის წინ საკულტო სერიალის გადაღებებიდან კიდევ ერთი ფოტო გამოჩნდა, სადაც სპორტულ სამოსში გამოწყობილი ჰარინგტონი და ემილია კლარკი ისლანდიაში იმყოფებიან.

შეგახსენებთ, რომ „სამეფო კარის თამაშების“ მერვე სეზონის პრემიერა 2019 წელსაა დაგეგმილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები