LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯონი დეპი ახალ სკანდალში ეხვევა

102

ემბერ ჰერდთან ხმაურიანი განქორწინების შემდეგ, ჯონი დეპი ახალ იურიდიულ სკანდალში გაეხვა, ამჯერად საუბარია კომპანიაზე, რომელიც მის ფინანსურ საკითხებს განაგებს. როგორც გამოცემა The Wrap წერს, მსახიობი The Management Group-ს უჩივის და მისგან 25 მილიონ დოლარს სთხოვს.

„მისტერ დეპი ენდობოდა აღნიშნულ კომპანიას, რომელსაც თავის თავზე აღებული ჰქონდა მისი ფინანსების განკარგვა მომავლის უზრუნველსაყოფად. საბოლოო ჯამში კი, მან დაკარგა მილიონობით დოლარი, რათა კომპანიის მიერ დაშვებული უხეში შეცდომები გამოესწორებინა“, – ნათქვამია მსახიობის წარმომადგენლის განცხადებაში.

დეპმა The Management Group-თან კონტრაქტი 1999 წელს დადო, რომლის თანახმადაც კომპანია ვარსკვლავის მოგებიდან 5%-ს იღებდა. მოპასუხეების მხარემ სარჩელი „აბსოლუტურ ფაბრიკაციად“ შეაფასა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები