LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯონი დეპი ემბერ ჰერდს საერთო ბინიდან აგდებს

268

რამდენიმე დღის წინ განქორწინების საქმეზე საბოლოო შეთანხმების მიღწევის შემდეგ, ჯონი დეპმა და ემბერ ჰერდმა საერთო ქონების გაყოფა დაიწყეს. დეპი ყოფილ მეუღლეს ლოს-ანჯელესის საერთო აპარტამენტების სასწრაფოდ დატოვებას აიძულებს, ჰერდი კი, პრაქტიკულად უსახლკაროდ რჩება.

ჟურნალის People წყაროს თანახმად, ”ჯონი ძალიან ბედნიერია, რომ ბოლოსდაბოლოს ყველაფერი დამთავრდა და ცდილობს ყველა მოგონება ემბერზე წარსულში დატოვოს”. როგორც ჩანს, სწორედ ამ მიზეზით მოსთხოვა მან ემბერს საერთო ბინის დატოვება. თუმცა, ემბერი არ ჩქარობს ექს-მეუღლის მოთხოვნის დაკმაყოფილებას და ლონდონიდან ლოს-ანჯელეში დაბრუნებას, სადაც ფილმის ”სამართლიანობის ლიგა” გადაღებებში მონაწილეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები