LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯორჯ და ამალ კლუნები ანგელა მერკელს შეხვდნენ

46

ჯორჯ და ამალ კლუნები გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს შეხვდნენ. მსახიობმა მერკელთან მიგრაციული პოლიტიკა განიხილა. კლუნიმ აღნიშნა, რომ მხარს სრულად უჭერს გერმანიას, რომ საკუთარ ტერიტორიაზე მიიღოს სირიის კონფლიქტს გამოქცეული ხალხი.
ოფიციალური შეხვედრა თითქმის 1 საათი გრძელდებოდა. კლუნებმა გერმანიის კანცლერთან ახლო აღმოსავლეთის კრიზისიც განიხილეს. მერკელმა განაცხადა, რომ გერმანია აქტიურად აგრძელებს ლტოლვილების მიღებას ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის პერიოდიდან.
გერმანიის პირველ პირთან შეხვედრამდე კლუნიმ აღნიშნა, რომ მასგანსაკუთრებით აღელვებს სირიელი ლტოლვილების ბედი, გასულ წელს კი მან BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ სირიელი ხალხის დასახმარებლად ყველაფერს გააკეთებს, თუმცა პოლიტიკაში ჩართვას არ აპირებს. ლიბანელი წარმოშობის ქალზე დაქორწინებამ მსახიობს საკუთარი ქვეყანა სხვა კუთხით დაანახა. ჯორჯი არის გაეროს კეთილი ნების ელჩი 2008 წლიდან, ახლა კი აქტიურად მოუწოდებს აშშ-ს ხელისუფლებას, მიიღოს მიგრანტები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები