LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯორჯ და ამალ კლუნები მალე მშობლები გახდებიან

51

ინფორმაცია, რომ ჯორჯ და ამალ კლუნები ბავშვს ელოდებოდნენ, წყვილის ერთად გამოჩენისთანავე გავრცელდა. როდესაც მსახიობმა და უფლებადამცველმა დაქორწინების შესახებ განაცხადეს, მაშინვე ყველამ იფიქრა, რომ ამალ ალამუდდინი ორსულად იყო, თუმცა მას შემდეგ ოჯახის თაყვანისმცემლები ამაოდ ელოდებიან წყვილისგან ინფორმაციას ამალის ორსულობის შესახებ.

გასულ კვირას ამალმა და ჯორჯმა კიდევ ერთი ძაღლი „იშვილეს“, დღეს კი ცნობილი გახდა, რომ წყვილი ბავშვის ოთახს ამზადებს.

ცნობილი საბავშვო მაღაზიის „Petit Tresor“-ის გამყიდველი ნაომი ეილონი ამტკიცებს, რომ რამდენიმე დღის წინ ვარსკვლავური წყვილი მათ მაღაზიას ესტუმრა, კლუნებმა საბავშვო ავეჯი და ნივთები არა მხოლოდ დაათვალიერეს, არამედ 77 ათასი დოლარიც დახარჯეს შენაძენებში. მათ, ასევე, იყიდეს სარწეველა საწოლი, რომლის ღირებულება 10 ათასი დოლარია. საბოლოოდ კი დაიქირავეს მაღაზიაში მომუშავე დიზაინერი, რომელიც საბავშვო ოთახის მოწყობაში დაეხმარება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები