LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯორჯ და ამალ კლუნების რომანტიკული უქმეები ნიუ-იორკში (ფოტო)

112

საქმიანი კვირის შემდეგ ამალ კლუნიმ ოჯახისთვის მოიცალა. 40 წლის ცნობილმა ადვოკატმა უქმეები მეუღლესთან, ჯორჯ კლუნთან ერთად გაატარა. პაპარაცებმა ცნობილი წყვილი ჯერ ნიუ-იორკში გადაიღეს, როცა ისინი საღამოს ქუჩაში სასეირნოდ იყვნენ გამოსულები. ამალი ბრწყინავდა „ლანვინის” ყვითელი ფერის პალტოში, რომელიც მაღალყელიან ჩექმასთან ჰქონდა შეხამებული. მოგვიანებით კი კლუნები ერთ-ერთი რესტორნიდან გამოვიდნენ, სადაც ამალი უკვე სპორტული სტილის სამოსში იყო გამოწყობილი. მას „ალექსანდრე ვონგის” ტყავის შარვალი ეცვა, რომელიც ჯინსის შორტთან ჰქონდა შეხამებული, ანსამბლს კი ბეწვის ქურქი და ნაქსოვი ქუდი ასრულებდა.

ბოლო დროს ამალ კლუნი უფრო ხშირად ექცევა მედიის ყურადღების ცენტრში. მას რამდენიმე გახმაურებული საქმე აქვს და კვლავ ყველაზე გემოვნებიანი ადვოკატის სტატუსს ინარჩუნებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები