LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯორჯ და ამალ კლუნებმა ტყუპების შესახებ ინფორმაცია დაადასტურეს

100

დასავლურ მედიაში გავრცელდა ჯორჯ და ამალ კლუნების ოფიციალური განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ წყვილი ტყუპებს ელოდება. ტელეარხ CBS-ზე, გადაცემა The Talk-ის წამყვანმა, ჯული ჩენმა განაცხადა: „ვულოცავთ ჯორჯ და ამალ კლუნებს! ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებულია, 55 წლის ჯორჯი და 39 წლის ამალი ტყუპებს ელოდებიან. გეტყვით იმასაც, რაც აქამდე არავის უთქვამს: ბავშვები ივნისში დაიბადებიან“, – განაცხადა ჩენმა.

შეგახსენებთ, რომ ინფორმაცია ტყუპების შესახებ ორივესთვის დიდი მოულოდნელობა იყო. წყვილი ბედნიერია და ზაფხულის დადგომას სულმოუთქმენლად ელოდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები