LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯორჯ კლუნი: ამჯერად აშშ-ს პრეზიდენტში არ გაუმართლა

253

10 იანვარს, ჯორჯ და ამალ კლუნები ლონდონში დოკუმენტური ფილმის „The White Helmets“ პრემიერას დაესწრნენ. ფილმის ჩვენების შემდეგ კი, კლუნიმ კიდევ ერთხელ გააკეთა კომენტარი მერილ სტრიპისა და დონალდ ტრამპის კონფლიქტზე და კოლეგის მხარე კიდევ ერთხელ დაიჭირა.

„ამჯერად ამერიკას პრეზიდენტში არ გაუმართლა. იმედი მაქვს, თავის მოვალეობას ის პირნათლად შეასრულებს, რადგან თუ ამერიკის პრეზიდენტი ფორმაში არ იქნება, ეს ყველაფერი საშინელ შედეგებს მოიტანს. როდესაც ჩვენს ქვეყანას პირველი პრეზიდენტი სჭირდებოდა, გამოჩნდა ჯორჯ ვაშინგტონი. შემდეგ ჩვენ გვყავდა ჯეფერსონი, ადამსი. სამოქალაქო ომის დროს გვყავდა ლინკოლნი და ა.შ. ამჯერად კი, ცოტა არ იყოს, არ გაგვიმართლა, მაგრამ მაინც უკეთესის იმედი მაქვს. რაც შეეხება მერილს, მე ყოველთვის მის მხარეს ვიქნები“, – განაცხადა კლუნიმ.

საღამოზე კიდევ ერთხელ დაფიქსირდა აზრი, რომ ამალ კლუნი ორსულად არის, წყვილს ამ ყველაფერზე კომენტარი, ბუნებრივია, არ გაუკეთებია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები