LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯორჯ კლუნი ფილმის პრემიერას მეუღლესთან და სიდედრთან ერთად დაესწრო

96

ჯორჯ კლუნიმ ლოს-ანჯელესში თავისი ახალი რეჟისორული ნამუშევარი „სუბურბიკონი“ წარადგინა. წითელ ხალიჩაზე კი მასთან ერთად მეუღლე, ამალ კლუნი და მეუღლის დედა, ბარია ალამუდინი გავიდნენ.

ტყუპების დაბადების შემდეგ კლუნები მსგავს ღონისძიებებზე გამონაკლის შემთხვევებში დადიან. ამალი, როგორც ყოველთვის, შეუდარებლად გამოიყურებოდა.

შეგახსენებთ, რომ წყვილი პერიოდულად საუბრობს თავის შვილებზე. „ელას დიდი და ლამაზი თვალები აქვს, ის ძალიან ჰგავს ამალს. მისი ძმა კი დაზე გაცილებით დიდია და ძალიან მაღალ ხმაზე იცინის. ეს ყველაფერი ძალიან კარგია“, – განაცხადა ჯორჯმა ერთ-ერთ უკანასკნელ ინტერვიუში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები