LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯორჯ კლუნი – წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი

218

მართალია, 2017 წელს ჯორჯ კლუნის არცერთ ფილმში არ უთამაშია, რეჟისორის რანგში კი, მხოლოდ ნაკლებად წარმატებული კრიმინალური ტრილერი “სუბურბიკონი” (Suburbicon) დადგა, მაგრამ ის მაინც გახდა Forbes-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მამაკაცი მსახიობების რეიტინგის ლიდერი (ქალბატონებში მსგავსი ტიტული სკარლეტ იოჰანსონმა მოიპოვა).

გამოცემის თანახმად, 2017 წლის 1 ივნისიდან 2018 წლის 1 ივნისამდე ჯორჯ კლუნიმ 239 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, რაც თავად მსახიობისთვისაც რეკორდია. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მილიარდის მეოთხედი კლუნიმ არა ჰოლივუდში მუშაობით, არამედ ბიზნესის გაყიდვით იშოვა. ტეკილას Casamigos ბრენდი, რომელიც ვარსკვლავმა სინდი კროუფორდის მეუღლესთან, რენდი გერბერთან ერთად 2013 წელს შექმნა, 1 მილიარდ დოლარად გაიყიდა, 700 მილიონი ახალმა მფლობელმა უკვე გადაიხადა, დარჩენილ 300-ს კი, რამდენიმე წელიწადში დაფარავს.

Forbes-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობების რეიტინგის მეორე პოზიციაზე დუეინ ჯონსონი აღმოჩნდა თავისი 124 მილიონით, საპატიო მესამე ადგილი კი, რობერტ დაუნი-უმცროსმა დაიკავა 81 მილიონი დოლარით, ფილმში “შურისმაძიებლები: უსასრულობის ბრძოლა” როლისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები