LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯორჯ კლუნიმ ორსულ მეუღლეს უკვე 1,3 მილიონი დოლარი დაახარჯა

39

მომავალი მამა, ჯორჯ კლუნი იმდენად ნერვიულობს ქვეყანაზე შვილების მოვლენას, რომ მათი კომფორტისთვის თანხებს არ იშურებს. როგორც გამოცემა RadarOnline წერს, ორსულობის პერიოდში მსახიობმა უკვე 1,3 მილიონი დოლარი დახარჯა, რაშიც საუკეთესო კლინიკაში მშობიარობის ხარჯები, მათ შორის ქეით მიდლტონის მშობიარობის დროს მომსახურე მედდებისა და კლინიკის მთელი სართულის ქირაობა შედის. ამას გარდა, პროფესიონალი მასაჟისტი ამალის მშობიარობის შემდეგ იტალიიდან ლონდონში ჩაფრინდება. ინსაიდერის თქმით, ჯორჯს სურს, მეუღლეს სამშობიარო ტრავმა მაქსიმალურად შეუმსუბუქოს და ამისთვის არაფერს იშურებს.

შეგახსენებთ, რომ ვარსკვლავური წყვილი ტყუპი გოგონასა და ბიჭის მშობლები უახლოეს მომავალში გახდებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები