LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯორჯ კლუნიმ უსახლკაროთა კაფეში ისადილა

43

რამდენიმე დღის წინ ჯორჯ კლუნი საკუთარი საქმეების მოსაგვარებლად ედინბურგში იმყოფებოდა, სადილისთვის კი არა მაღალი კლასის რესტორანს, არამედ უსახლკაროთა კაფე  Social Bite-ს ესტუმრა.

54 წლის მსახიობმა სოციალურ სასადილოში ათასი დოლარი დატოვა. Social Bite უსახლკაროებს და უპოვრებს საკვებით ეხმარება და კლუნის მიერ დატოვებუილ თანხა დაწესებულებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სასადილოს ხელმძღვანელები იმედოვნებენ, რომ მსახიობის საქციელი ბევრითვის იქნება მაგალითი.

„ძალიან მომწონს კაფეს ეს ფანტასტიური იდეა. ყველას შეგვიძლია, სხვა ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებისთვის ვიზრუნოთ და მძიმე პერიოდში დახმარება აღმოვუჩინოთ,“ – განაცხადა ჯორჯ კლუნიმ.

Social Bite-ში მსახიობი 32 წლის ქალთან ერთად იმყოფებოდა, რომელმაც ერთ-ერთ კონკურსში კლუნისთან შეხვედრა მოიგო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები