LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯორჯ მაიკლი გარდაიცვალა

338

25 დეკემბერს ინგლისში, საკუთარ სახლში მუსიკოსი ჯორჯ მაიკლი მოულოდნელად გარდაიცვალა.  ის მსოფლიოში ერთ-ერთი წარმატებული მომღერალი, სიმღერების ავტორი და პროდიუსერი იყო.

ჯორჯ მაიკლის გარდაცვალება მისმა წარმომადგენელმა და ადგილობრივმა პოლიციამ დაადასტურა, თუმცა მიზეზის შესახებ არავინ საუბრობს. ცნობილია მხოლოდ ის, რომ გარდაცვალებაში არაფერი საეჭვო სამართალდამცველებს არ აღმოუჩენიათ.

2011 წელს მომღერალმა პნევმონიის მძიმე ფორმა გადაიტანა, არსებობდა გარდაცვალების რისკიც. ხელოვნური სუნთქვის აპარატმა კი ხმის დაკარგვის რისკიც შექმნა, თუმცა იმავე წელს მომღერალმა განაცხადა, რომ სრულებით გამოჯანმრთელდა.

ჯორჯ მაიკლი 1963 წელს ლონდონში დაიბადა. მუსიკალური კარიერა 1980-იან წლებში დაიწყო დუეტის Wham შემადგენლობაში, ჯგუფის დაშლის შემდეგ კი სოლოკარიერას შეუდგა. მუსიკოსმა სულ 6 სოლოალბომი გამოუშვა.

კარიერის განმავლობაში ჯორჯ მაიკლმა უამრავი მუსიკალური პრემია მიიღო, მათ შორის სამი „გრემი“ და MTV -ს ხუთი ჯილდო. ბოლო ალბომი  Symphonica 2014 წელს გამოვიდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები