LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯორჯ მაიკლის ბიძაშვილი მიიჩნევს, რომ მომღერალი ნარკოტიკებმა იმსხვერპლა

74

ლეგენდარული ჯორჯ მაიკლის ბიძაშვილი, ანდროს გიორგიუ ტელეარხ BBC-ზე ერთ-ერთ შოუს სტუმრობდა, სადაც მან დარწმუნებით განაცხადა, რომ მომღერლის გარდაცვალების მიზეზი აკრძალული პრეპარატები იყო.

„მძიმე ნარკოტიკები მის ცხოვრებაში დაბრუნდა. მე ვფიქრობ, რომ მას ზედოზირება მოუვიდა ანტიდეპრესანტებთან ერთად და მისი გული უბრალოდ გაჩერდა“, – განაცხადა გიორგიუმ შოუს მსვლელობისას.

მამაკაცმა დაამატა, რომ ადრე ჯორჯი კოკაინზეც იყო დამოკიდებული და მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ის ჰეროინს მოიხმარდა, ტყუილია. „ეს ერთადერთი ნარკოტიკია, რომელსაც ის არასოდეს გაკარებია“, – განაცხადა მან.

„ვფიქრობ, რომ მაიკლი ხშირად ფიქრობდა თვითმკვლელობაზე, რადგან მას მძიმე სულიერი მდგომარეობა ჰქონდა, თუმცა ეს კონკრეტული შემთხვევა სუიციდი არ ყოფილა“ – დასძინა მან.

შეგახსენებთ, რომ ჯორჯ მაიკლი 2016 წლის 25 დეკემბერს, 53 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის კვლავ უცნობია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები