LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ჯორჯიან ეარვეისი” თბილისის აეროპორტთან სასტუმროს ააშენებს

148

ქართული ავიაკომპანია ,,ჯორჯიან ეარვეისი” სასტუმროების ბიზნესში აქტიურად შესვლას განიხილავს. 

ავიაკომპანია თბილისის საერთაშოროსო აეროპორტთან სასტუმროს მშენებლობას გეგმავს. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა თამაზ გაიაშვილმა ”ფორტუნას” განუცხადა, სასტუმროს მშენებლობა, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში დაიწყება და წელიწად-ნახევარში დასრულდება.

”მშენებლობის დროულად დაწყება დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის დაგვიმტკიცებს სახელმწიფო მიწას. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მიწის გამოყოფის პროცედურა, პარალელურად მერიასთან ვმუშაობთ პროექტზე. თუ მიწის გამოყოფის პროცესი დროში არ გაიწელა, ჩვენ მზად ვარ განთავსების ობიექტის მშენებლობა უახლოეს პეიროდში დავიწყოთ და წელიწად-ნახევარში დავასრულოთ”, – აღნიშნა გაიაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, სასტუმრო განთავსდება აეროპორტთან და ის 120-დან 165 ნომრამიანი იქნება. სასტუმრო აღიჭურვება ყველანაირი ინფრასტრუქტურით. პროექტში 10 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.

”რაც შეეხება ბრენდს, ჯერჯერობით ვერ დაგისახელებთ, არ მიყვარს წინასწარ ლაპარაკი. მას შემდეგ რაც გამოგვიყოფენ მიწას და მერიასთან პროექტზეც შევთანხმდებით, თუ რა ბრენდის ქვეშ იქნება სასტუმრო წარმოდგენილი, ამაზე უკვე შემდეგ ვისაუბრებთ. ზოგადად, მიმდინარე წელს სასტუმროების ბიზნესში შესვლას აქტიურად ვგეგმავთ. როგორც იცით, ქალაქის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე ასევე დავიწყებთ სასტუმროს მშენებლობას”, – აღნიშნა ,,ჯორჯიან ეარვეისის” დამფუძნებელმა.

როგორც თამაზ გაიაშვილი ამბობს, სამომავლოდ სასტუმროების მოწყობას ის საქართველოს სხვა აეროპორტებთანაც გეგმავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები