LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჯორჯიან ეარვეისის“ რეისების რაოდენობა 21-ამდე გაიზრდება

76

„ჯორჯიან ეარვეისის“ რეისებს 11 ახალი მიმართულება ემატება. 25 მარტიდან “ჯორჯიან ეარვეისი” თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირ რეისებს შესრულებს პარიზის, ბარსელონას, ბრიუსელის, ბოლონიას, ბერლინის, კიოლნის, ხარკოვის, სალონიკის, ბრატისლავას, ათენისა და ყაზანის მიმართულებებით.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, მგზავრების კომფორტის უზრუნველყოფის მიზნით, პირდაპირი ფრენები მხოლოდ დღის საათებში შესრულდება.ბილეთების შეძენა შესაძლებელია ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე – www.georgian-airways.com

გარდა ამისა, 2018 წელს განახლდება „ჯორჯიან ეარვეისის“ ავიაპარკი და მას შეემატება Embraer 190-ის და Boeing 737-800-ის ტიპის თვითმფრინავები. ამჟამად ავიაკომპანიის ავიაპარკი 8 საჰაერო ხომალდისგან შედგება.

ამ ეტაპზე ავიაკომპანია რეისებს ასრულებს 10 მიმართულებით : ლონდონი, ვენა, ამსტერდამი, პრაღა, თელ-ავივი, მოსკოვი, სანქტ-პეტერბურგი, ერევანი, ხოლო 25 მარტიდან ავიაკომპანიის რეისების რაოდენობა 21-ამდე გაიზრდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები