LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Joss Stone ბათუმის შავი ზღვის ჯაზფესტივალს დახურავს!..

113

პოპულარული შემსრულებელი Joss Stone შავი ზღვის ჯაზფესტივალის დასკვნით საღამოზე წარდგება მაყურებლის წინაშე. ეს უკვე დადასტურებული ინფორმაცია გახლავთ. ფესტივალზე კიდევ ერთი დიდი სიურპრიზი გელოდებათ, სრული კალენდარი ხვალ გამოცხადდება, მანამდე კი “ფორტუნა” ექსკლუზიურად გთავაზობთ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჯოს სტოუნი ამ ამ ფესტივალის ერთ-ერთი სტუმარი იქნება.

ჯოს სტოუნი სულ 29 წლის გახლავთ. მის ანგარიშზე 4 ალბომია, რომელთაგან პირველმა სახელად “You Had Me” უდიდესი წარმატება მოუტანა. 2005 წელს ნომინირებული გახლდათ “გრემიზე” როგორც საუკეთესო ახალი სახე. ჯოსს კარიერის განმავლობაში 14 მილიონი ალბომი აქვს გაყიდული. მისი ლაივშესრულებები შესანიშნავია, განსაკუთრებით ცნობილია იმით, რომ პოპულარული სიმღერების არაჩვეულებრივ ქავერებს გვთავაზობს…

ბათუმის ჯაზფესტივალი ივლისის ბოლოს ბათუმის ჩოგბურთის კორტებზეა დაგეგმილი.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები