LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

JSW Group საქართველოში 2 მსხვილ პროექტს განახორციელებს

73

ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართული შეხვედრები შეაფასა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს დელეგაციამ შეხვედრები გამართა კომპანიებთან: Wipro და JSW Group.

„Wipro არის მსოფლიო წამყვანი კომპანია საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი სურვილი, რომ ეს სექტორი განვავითაროთ საქართველოში. ჩვენ ამის საშუალებას გვაძლევს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და მსგავსი კომპანიები არიან ძალიან დაინტერესებულნი, საქართველოში განავითარონ საქმიანობა. უახლოეს მომავალში ჩვენ ველოდებით ამ კომპანიის ვიზიტს საქართველოში და ვიმედოვნებთ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი დარგი, რომელიც ეხება საქართველოდან სერვისების ექსპორტს, განვითარდება და ეს დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის ჩვენი მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა ბახტაძემ.

მისივე თქმით, მეორე შეხვედრა გაიმართა მსოფლიოს წამყვან ჰოლდინგურ კომპანია JSW Group-თან, რომელიც დაინტერესებულია საქართველოში ორი მსხვილი პროექტის განხორციელებით.

„უახლოეს მომავალში, ვფიქრობ, ზაფხულის შუაში, როდესაც დასრულდება ამ პროექტების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება, ჩვენ გვეცოდინება საბოლოო შედეგი. საუბარია ძალიან მსხვილ ინვესტიციაზე, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი რაოდენობის სამუშაო ადგილებს შექმნის ჩვენი მოქალაქეებისთვის“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები