LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯუდ ლოუს 16 წლის ქალიშვილი „ბარბერის“ სახე გახდა

415

ჯუდ ლოუს 16 წლის ქალიშვილის, აირის ლოუს დებიუტი მოდის სამყაროში გასულ წელს შედგა და არც თუ ცუდი სტარტი აჩვენა. გოგონა „მიუ-მიუს“ ლუქბუქში გამოჩნდა.

ამჯერად კი, ახალბედა მოდელმა კონტრაქტი ბრენდ „ბაბერისთან“ გააფორმა და სარეკლამო რგოლშიც მიიღო მონაწილეობა, სადაც რეკლამირებას ტუჩსაცხს უწევს. როგორც ჩანს, გოგონა თავისი ნათლიის, კეიტ მოსის კვალს მისდევს.

შეგახსენებთ, რომ სამოდელო ბიზნესში წავიდა მისი უფროსი ძმა, რაფ ლოუც. „დოლჩე და გაბანას“ ჩვენებებში ის არაერთი წელია მონაწილეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები