LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯულია რობერტსი ახალი ფილმის გადაღებებზე ნიუ-იორკში (ფოტო)

149

ჯულია რობერტსმა ახალ ფილმზე მუშაობა დაიწყო. ფოტოგრაფებმა ლამაზმანი ნიუ-იორკში ახალი ფილმის გადაღებების პირველ დღეს დააფიქსირეს. პიტერ ჰედჯესის ახალ ფილმში Ben Is Back, ჯულია მარტოხელა დედის როლს განასახიერებს. ფილმში ასევე  მონაწილეობას იღებს რეჟისორის ვაჟი ლუკას ჰედჯესი. ეს უკანასკნელი გასულ წელს „ოსკარის“ ნომინანტიც გახლდათ ფილმიდან „მანჩესტერი ზღვასთან“.

50 წლის ჯულია რობერთსი ფანტასტიურად გამოიყურებოდა მწვანე პალტოში, ნაქსოვ ქუდსა და ჯინსის შარვალში. ასაკის მიუხედავად ის ისეთივე ლამაზი და გამორჩეულია, როგორიც იყო 90-იან წლებში „ლამაზმანის“ გადაღებებისას. ფილმში Ben Is Back ლუკას ჰედჯესი რთულად აღსაზრდელი მოზარდის როლს ასრულებს, რომელიც მკურნალობის შემდეგ ოჯახში ბრუნდება. დედა ამჩნევს, რომ ბენის ცხოვრებაში კვლავ სირთულეებია და ამან შესაძლოა ოჯახი სამუდამოდ დაანგრიოს. დედის ამოცანაა, უფრო ახლოს გაიცნოს საკუთარი შვილი და მას ყველა პრობლემის დაძლევაში დაეხმაროს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები