LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯულია რობერთსი და მისი ორეული ძმისშვილი ოჯახურ გარემოში (ფოტო)

121

ჯულია რობერთსისა და მისი ძმის, ერიკ რობერთსის ქალიშვილის, ემას მსგავსებაზე მედია უკვე დიდი ხანია წერს. ცნობილია, რომ ემა რობერთს ჯულიასთან ბევრად ახლო ურთიერთობა აქვს, ვიდრე საკუთარ მამასთან. 50 წლის ჯულია და 27 წლის ემა ხშირად ჩნდებიან ერთად პრემიერებზე. ცნობილია, რომ ჯულია ემას ყველაზე დიდი გულშემატკივარია.

ამჯერად ემა რობერთსმა „ინსტაგრამზე“ იშვიათი ფოტო გააზიარა, სადაც ჩანს, როგორ თამაშობს ის მამიდასთან ერთად კარტს. ქალბატონები ფოტოზე მაკიაჟის გარეშე პოზირებენ და იღიმებიან. ფოტოები ემას სახლშია გადაღებული, სადაც ჩანს ძველი ავეჯი, მაგიდაზე გადაკრული სუფრა და ხილი, რომელსაც ქალბატონები კარტის თამაშის დროს შეექცევიან.

Sunday, We love you. 🌼 J♥E

A post shared by Julia Roberts (@juliaroberts) on

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები