LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯულია რობერთსი და მისი სტილისტი წითელ ხალიჩაზე ერთნაირ სამოსში გამოჩნდნენ (ფოტო)

334

ჯულია რობერთსი ლოს-ანჯელესში გამართულ InStyle Awards-ის ცერემონიაზე საკუთარი სტილისტის თანხლებით მივიდა. 51 წლის მსახიობი დაჯილდოვებაზე ელიზაბეტ სტიუართან ერთად ხელჩაკიდებული გამოჩნდა და საინტერესოა, რომ ქალბატონებს ერთნაირი სამოსი ეცვათ. ჯულია და ელიზაბეტი ვარდისფერ პიჯაკში და თეთრ ფეხსაცმელებში პოზირებდნენ. ელიზაბეტი ჯულიას ძველი მეგობარი და მის პირადი სტილისტია.

საინტერესოა, რომ ჯულია რობერთსი წელს სტილის სიმბოლოდ დაასახელეს, ხოლო ელიზაბეტ სტიუარტი წლის სტილისტად აღიარეს. სტიუარტის კლიენტებს შორის არიან ქეით ბლანშეტი, ჯესიკა ჩესტეინი, სანდრა ბალოკი და ვიოლა დევისი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები