LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯულია რობერტსი, ოუენ უილსონი და ჯეიკობ ტრემბლი ახალი ფილმის ტრეილერში (ვიდეო)

405

ქსელში ფილმის „საოცრება“ ახალი ტრეილერი გამოვიდა. ფილმის სიუჟეტი პატარა ბიჭუნას, ავგუსტის შესახებ გვიყვება, რომელსაც სახეზე არსებული დეფექტების გამო 27 სხვადასხვა ოპერაციის გადატანა მოუწევს.

ავგუსტის მშობლების როლებს ჯულია რობერტსი და ოუენ უილსონი ასრულებენ, რომლებსაც განსხვავებულ შვილთან ერთად უამრავი სირთულის გადალახვა უწევთ: ოპერაციების შემდეგ ბიჭუნა პირველად მიდის სკოლაში და პირდაპირ მეხუთე კლასში შედის. მანამდე მას სახლში დედა ასწავლიდა. ავგუსტის როლში კი ჯეიკობ ტრემბლის ვიხილავთ, რომელიც საზოგადოებამ ფილმიდან „ოთახი“ გაიცნო.

ფილმი ამავე სახელწოდების წიგნის ეკრანიზაციას წარმოადგენს და კინოგაქირავებაში ის ნოემბერში გამოვა. ვიდეო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები